არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი
„პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“ (პჯ)

 

 

მისია:

საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის და ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სისტემის დახმარება თანამედროვე მენეჯმენტის მოდელების რეალიზების, დასაბუთებული მედიცინის სტანდარტების, გაიდლაინების და პროტოკოლების, კლინიკური კვლევების დანერგვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების, დისტანციური განათლების და საინფორმაციო ქსელების ჩამოყალიბების და უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მეშვეობით - რათა შეიქმნას საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილებათა სრულად დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სისტემა, რაც ახალ ათასწლეულში ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და  ზრდის აუცილებელი ბაზისი იქნება.

მიზნები

კავშირი „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის" წარმოადგენს ატლანტა-თბილისის ჯანმრთელობის პარტნიორული ორგანიზაციის მემკვიდრეს და იყენებს ატლანტა-თბილისის პროგრამის ხანგრძლივი თანამშრომლობის განმავლობაში ჩამოყალიბებული ორგანიზაციების და სპეციალისტების ექსპერტიზას სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, რომელთაც აერთიანებთ მისწრაფება ხელი შეუწყონ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

კავშირის სპეციფიური მიზნებია:

  • სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორ/საკონსულტაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ეფექტურად განხორციელების მიზნით;

  • ახალი ტიპის სამედიცინო, საექთნო და ჯანდაცვის მენეჯმენტის სწავლების ხელშეწყობა. საუნივერსიტეტო დონის განათლების დანერგვის ხელშეწყობა საექთნო საქმის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის მართვის სფეროებში;

  • საავადმყოფო სისტემის რეფორმის ხელშეწყობა დაწესებულებების ზედა და საშუალო რგოლების მართვის, ფინანსური მენეჯმენტის პოლიტიკის, ხარისხის კონტროლის, უწყვეტი სამედიცინი განათლების, საავადმყოფოთა საინფორმაციო სისტემების და ქსელური კავშირების ფორმების და სტანდარატების გაუმჯობესების მეოხებით;

  • უწყვეტი სამედიცინო და საექთნო განათლების პროგრამების მოდერნიზება და დანერგვა, დასაბუთებული მედიცინის (EBM) პოპულარიზაცია, კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინების (CPG) და პროტოკოლების განვითარება, კლინიკური ფარმაკოლოგიის და თანამედროვე რანდომიზირებული კლინიკური კვლევების ხელშეწყობა და იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას;

  • e-ჯანმრთელობის (ტელემედიცინისა და დისტანციური სწავლების) განვითარება როგორც საქართველოში ჯანდაცვის სპეციალისტთა სელექციის, მომზადების და გადამზადების, ახალი სასწავლო მეთოდოლოგიისა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების უსწრაფეს დამკვიდრებას;

  • ქართველი ჯანდაცვის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ტრენინგების, გაცვლის, სამეცნიერო და რეზიდენტურის პროექტების ხელშეწყობის მეშვეობით;

  • საგამომცემლო - ბეჭდვითი და ელექტრონული - საქმიანობა ჯამრთელობის და სოციალურ სფეროში (გაზეთები, ჟურნალები, ბროშურები, სატელევიზიო პროგრამები, ვებ-გვერდები და პორტალები), რომელიც მიმართული ზემოთდასახელებული სფეროებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად;

  • საზოგადოების და ჯანდაცვის პროფესიონალთა ურთიერთქმედების გაუმჯობესება ვებ-სერვერების, პორტალების და ინტერნეტში განთავსებული პაციენტთა და პროფესიონალთა ინტერესის სფეროში სარწმუნო წყაროების განვითარების და პოპულარიზაციის გზით.